ნურსულთან ნაზარბაევი კორონავირუსით დაინფიცირდა

ყაზახეთის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ რუსული მედია მის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი თემები