უკრაინის პირველი ლედი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე ელენა ზელენსკა ორმხრივი პნევმონიით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

შეგახსენებთ, უკრაინის პირველი ლედის გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ის სახლში, იზოლაციაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელენა ზელენსკას მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

მსგავსი თემები