აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს

“აშშ ავღანეთიდან ჯარის გაყვანას იწყებს” – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. პროცესი აშშ-სა და “თალიბანს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა 135 დღის განმავლობაში ავღანეთიდან 8 600 ჯარისკაცი უნდა გაიყვანოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თალიბები ხელშკრულების პირობებს შეასრულებენ, ქვეყანას აშშ-სა და ნატოს მოკავშირეების ყველა სამხედრო 14 თვის განმავლობაში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და “თალიბანმა” სამშვიდობო შეთანხმება მიმდინარე წლის 29 თებერვალს გააფორმეს. ხელშეკრულების თანახმად, თალიბებმა თავდასხმები აღარ უნდა მოაწყონ და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე “ალ-ქაიდასა” და სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მოქმედების ნება არ უნდა დართონ. შეთანხმებაში ავღანეთის მთავრობას მონაწილეობა არ მიუღია.

მსგავსი თემები