“გურული ქალისაგან გაცემული პოზიტივი, ყველანაირ ვირუსს ანადგურებს”

”ყველაზე დიდი და გამანადგურებელი ვირუსი, რომელმაც კაცობრიობას სრულიად მარტივად შეუძლია რომ ბოლო მოუღოს… სიძულვილია და არა კორონა ვირუსი, რომელიც ძლიერი ჰიგიენისა და ყოველი წესის დაცვის შემთხვევაში ისე სწრაფად და უკვალოდ გაქრება, როგორც მოვიდა”- ასე დაიწყო საუბარი „მედიაცენტრ მთავართან“ გერმანიაში მცხოვრებმა  ცნობილმა ქართველმა  მევიოლინემ ბელა-ბერკემერ მხარაძე.

ქართველი მევიოლინე ხალს რეკომენდაციად მეტი ინფორმაციის მიღებას ურჩევს, ბელა ბერკემერ – მახარაძე თვლის, რომ შიში და პანიკა სიყვარულმა და თანადგომამ უნდა დაძლიოს.

„სანამ ქართველებს, ერთმანეთის სიყვარული და მხარდაჭერა შეგვეძლება, ჩემის აზრით არა მგონია რომ ვინმემ ან რამემ შეგვაშინოს, ან თუნდაც დაგვვძლიოს, მაგრამ ასეთი აგრესიული ვირუსის შემთხვევაში კი, ცოტა მეტი ცოდნა და გამკაცრებული ჰიგიენური წესების დაცვა ნამდვილად არ გვაწყენდა.

წინ ორი დიდი კონცერტი მელის, 11 აპრილს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში და 9 მაისს გერმანიაში, კერძოდ იბბენბიურენის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში და მერწმუნეთ, რომ უფლის დიდი იმედი მაქვს, რომ ორთავეს ყიველგვარი საფრთხის გარეშე ჩავატარებ და ორივეჯერ შემეძლება ის გავაკეთო, რისთვისაც გავჩნდი ამქვეყნად და ეს… ჩემი ინსტრუმენტის საშუალებით, სიხარულის, სიყვარულისა და იმედის დანერგვაა ადამიანებში.“

მევიოლინე გერმანიაში შექმნილ გარემოზც საუბრობს, მისი განცხადებით ხალხი გონივრულად ეკიდება ვირუსთან დაკავშირებულ რჩევენს , იცავენ ჰოფიენურ ნორმებს და მიუხედავად იმის, რომ გერმანიაშვი უკვე ყავთ ინფიცირებული პაციენტები, როგორც ქართველი მუსიკოსი ამბობს ქვეყანაში არც პანიკა იგრძნობა და არც სახელმწიფო ისტიტუტები არ აფერხებენ მუშაობს.

“ამ დილიდ, ინტერვიუს ჩამოსართმევად გერმანელი ჟურნალისტი მყავდა სტუმრად სახლში და სხვადასხვა საკითხებთან ერთად, სწორედ რომ კორონა ვირუსზე და მასთან დაკავშირებულ, ხალხში გავრცელებულ პანიკურ შიშზედაც გვქონდა საუბარი.
იცით რა შევნიშნე პირველი როდესაც ეს ქალბატონი სახლში შემოვიდა?
თავდაცვა, ანუ ღიმილით, თბილად შემეგება, მაგრამ ხელი არ ჩამომართვა, თავი შეიკავა და სანამ ჩემს მიერ მიწოდებულ ფინჯან ყავასა და შოკოლადს მიირთმევდა, ჯერ საპირფარეშო იკითხა და თბილი წყალითა და საპნით, მინიმუმ ნახევარი წუთის განმავლობაში ხელს იბანდა.

იცით? მე საკმაოდ ცნობილი ვარ ჩემს ოჯახსა და მეგობრებში იმით, რომ უბრალოდ სურდოიან ადამიანებსაც კი ვერიდები, მითუმეტეს როდესაც კონცერტი მელის წინ და სანამ ვინმეს ვესტუმრებოდე ან მესტუმრებოდეს, მუდამ ვკითხულობ თუ როგორ არიან ისინი.
შესაბამისად, მეც ისე ვიქცევი და არამც თუ მე, არამედ ჩემს პატარასაც რომ არამცთუ სიცხე, არამედ პატარა სურდო და ხველა… სახლში მყავს გამოკეტილი რამოდენიმე დღე და თითქმის გამოჯანმრთელებულს ვუშვებ სკოლაში.

აი კიდევ რასაც ვერ ვიგებ და არ ვაფასებ, ეს “ვითომდა” გიჟურად შეყვარებული დედიკოებისა და მამიკოების მიერ, თავიანთ პატარა ბავშვებზე ტუჩებში კოცნაა, თუნდაც წამით, შეხებით და მათი ჭიქიდან წყალის დალევა, ვინაიდან სწორედ აქედან იწყება ჩემის აზრით ერთმანეთში დაავადებების გადატანა და არა ერთ ოთახში ჯდომით.
ორი კვირის წინ, ძლიერი სიცხითა და გრიპისთვის დამახასიათებელი ყველა მაჩვენებელით ჩემი უმცროსი ქალიშვილი მყავდა ავად და მერწმუნეთ, რომ არც ერთ ოჯახის წევრს არ გადადებია ის, ვინაიდან ყველა წესი ისე დავიცავით, რაც აუცილებელია თავდაცვის ვირუსული დაავადების დროს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ აქ გერმანიაში, იმ ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ, უკვე ჰყავთ კორონა ვირუსის მატარებელი პაციენტები, მაგრამ ჯერჯერობით სრული სიმშვიდეა და ყველა დაწესებულება განაგრძობს მუშაობას, იქნება ეს საბავშვო ბაღი, სკოლა, გიმნაზია, უნივერსიტეტი, სააგენტოები, მაღაზიები თუ ა.შ.

ასე რომ ჩემო ძვირფასო ქართველებო, ნუ შეგეშინდებათ, დავმშვიდდეთ და გთხოვთ, უფრო მეტი პოზიტივით ვიცხოვროთ და გავალამაზოთ ჩვენი ყოფა, ვიდრე შიში და უარყოფითი ამბების გავრცელებაა.

უფალი ჩვენთანაა და იმედი მაქვს, 11 აპრილს ჩემი უსაყვარლესი მხარდამჭერებიც ჩემთან, ჩემს შემოქმედებით საღამოზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც თქვენ ულევი სიყვარული და ზღვა სიამოვნება გელით.“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მევიოლინე „მედიაცენტრ მთავარ“ და 11 აპრილს შემოქმდებით საღამოზე ქართველი მაყურებელი მიიწვია.

მსგავსი თემები