ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისას სულ ექვსი პირია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ თანამშრომლები.
საპატრულო პოლიციის უფროსის, კახა ბუხრაძის თქმით, საგამოძიებო უწყება დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. აქედან ოთხი პირი საქალაქო სასმართლოში იმყოფება, ორი კი პოლიციის განყოფილებაში.
ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები აქციას დილიდან მართავენ, ისინი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.