ანტალიაში, რუსული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ანტალიაში, რუსულ თვითმფრინავს ავარიული დაშვების დროს კორპუსი დაუზინადა.„ნორდვინდის“ ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი მოსკოვიდან მიემართებოდა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა თურქეთის ქალაქ ანტალიის აეროპორტში ავარიული დაშვება ბორტზე დაკვამლიანების გამო ითხოვა.

ინციდენტის დროს თვითმფრინავში მგზავრები არ იმყოფებოდნენ. ეკიპაჟის წევრები კი, ავარიული დაშვების დროს არ დაშავებულან.

მსგავსი თემები