“დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი”- ხვალ სოხუმის დაცემის დღეა

ხვალ, 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 31 წელი გავიდა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღიდან. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.  იერიში ძირითადად ხორციელდებოდა მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია. დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.

მსგავსი თემები