„იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება”- ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის უკეთეს ურთიერთობებს მოიტანს. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გააუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან წარსულში ანკარა იმედგაცრუებული იყო.

„იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა წინაზე უარესი არ იქნება. „F-35“-ის საკითხი არ იყო მხოლოდ დონალდ ტრამპის ვადის დროს განცდილი პრობლემა. ყველა ადმინისტრაცია იმედგაცრუების მიზეზი იყო. როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები იწვევდნენ იმედგაცრუებას. ვნახავთ, გაგრძელდება თუ არა ეს ახალ ერაში“,– განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები