“ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა”- სენატორი

“ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა”– ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ერიკ შმიტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც სენატორი წერს, არ სჭირდებათ, უცხო ქვეყნის ლიდერები ჩაერიონ მათ არჩევნებში.

„ეს ზელენსკის მხრიდან სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა – ჩარევა ჩვენს არჩევნებში და კანდიდატების აგიტაცია. ეს ამერიკელების არჩევნებია და ჩვენ არ გვჭირდება, რომ უცხო ქვეყნის ლიდერები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩაერიონ არჩევნებში ან დაიჭირონ ვინმეს მხარე“- წერს ერიკ შმიტი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში ჩავიდა. ზელენსკის თქმით, „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს ბაიდენს და სხვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს. „ვიწყებთ ვიზიტს აშშ-ში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ – ნიუ იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში“– განაცხადა ზელენსკიმ. პენსილვანიაში ვიზიტის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა აშშ-ში უკრაინის ელჩი გაათავისუფლოს. როგორც მან აღნიშნა, „ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც გამიზნული იყო დემოკრატების დასახმარებლად“.

მსგავსი თემები