გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი კიდევ 5 წლით გაახანგრძლივა.ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰორნეტსთან“ ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გილოცავ, გიორგი“– წერს ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბის ვებგვერდი.

გიორგი 2023 წლის ივლისში „გენტიდან“ „უოტფორდში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა, ხოლო 2024 წლის 1 თებერვალს ინგლისურმა კლუბმა დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერი ბელგიური კლუბიდან გამოისყიდა.

ჩაკვეტაძემ პირველი წლის განმავლობაში ყველა შეჯიბრებაში 37 მატჩი ჩაატარა და ახალი სეზონიც შესანიშნავად დაიწყო – კლუბმა ორჯერ გაიმარჯვა, ჩაკვეტაძემ კი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემაც შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

 

 

მსგავსი თემები