“ღირსების მაგალითი ! მადლობა უკრაინას!”- სალომე ზურაბიშვილი

“ღირსების მაგალითი ! მადლობა უკრაინას!” – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით.

უკრაინის  საგარეო უწყება გმობს და დაუშვებლად მიაჩნია პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ხალხის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების გამოყენება.

„ქართველ ხალხს შეუძლია არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს”- უკრაინის საგარეო სამინისტრო

მსგავსი თემები