“პალესტინელები არ წავლენ ღაზიდან, პალესტინა ჩვენი სამშობლოა”- მაჰმუდ აბასი

“პალესტინელები არ წავლენ ღაზიდან, პალესტინა ჩვენი სამშობლოა, ჩვენი მამების და ბაბუების მიწა და თუ ვინმე წავა, ეს იქნება ოკუპანტი უზურპატორები”– ამის შესახებ პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა გერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.

მაჰმუდ აბასმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ტყუილში დაადანაშაულა.

„მაშინ ვინ მოკლა 15 000-ზე მეტი ბავშვი? შეაჩერეთ ეს დანაშაული. ახლავე გააჩერეთ. შეწყვიტეთ ბავშვებისა და ქალების მკვლელობა. შეაჩერეთ გენოციდი. შეწყვიტეთ იარაღის გაგზავნა ისრაელში. ეს სიგიჟე არ შეიძლება გაგრძელდეს. მთელი მსოფლიო პასუხისმგებელია იმაზე, რაც ხდება ჩვენს ხალხთან მიმართებაში ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე“– განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

მსგავსი თემები