ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია

  ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება. სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება გაიქცეს. გამოცემა წერს, რომ ბრაზილიაში ბერა “შესაშური ცხოვრების წესით” ცხოვრობს, გარეულია იქაური ვარსკვლავების წრეში, მაღალი დონის საფეხბურთო მატჩებს ესწრება, მილიონი დოლარი შესწირა ტროპიკული ტყის გადარჩენას. ,,მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები … ვრცლად ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია