დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. ხმის მიცემის შედეგები ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე გამოცხადდა.

ლიზ ტრასს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 236-მა დაუჭირა მხარი, სუნაკმა 60 359 ხმა მიიღო. ლიზ ტრასმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს.

ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.

ახალი პრემიერი ხვალ შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს.

მსგავსი თემები