სოფო ნიჟარაძემ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ქალიშვილი მიუყვანა

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ კლინიკაში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ის კლინიკაში ქალიშვილთან – ელის მარია სააკაშვილთან ერთად მივიდა, როგორც კლინიკიდან გამოსულმა ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიშას ძალიან უნდოდა მათი ნახვა და ბედნიერი იყო.

„მოვინახულეთ მიშა, მთელი ეს პერიოდი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, აჩვენა როგორ მღერის, ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა. მას ძალიან უნდოდა ჩვენო ნახვა და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამისი შესაძლებლობა მოგვცა. თვითონ ძალიან ბედნიერი იყო, 7 თვეა ბავშვი არ უნახავს. მოეფერა, ისიამოვნა და ჩვენც ბედნიერები ვართ“ – განცხადა სოფო ნიჟარაძემ.

მსგავსი თემები