პრეზიდენტი სოფიო კილაძის მიმართ ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა მიუღებელია.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, სოფიო კილაძის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა:

“ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და საზოგადოება ამ დანაშაულის მიმართ შემწყნარებელი ვერ იქნება, რადგან ეს ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის შეუსაბამოა,”-  წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა. სოფიო კილაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

მსგავსი თემები