დონალდ ტრამპი ითხოვს, მისი რეზიდენციიდან ამოღებული მასალების გაცნობა დროებით დაიბლოკოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნეიტრალური ექსპერტიზის დანიშვნას ითხოვს, რომელიც მისი სახლიდან ამოღებულ დოკუმენტებს შეისწავლის. მანამდე კი, სასამართლოს მიმართავს, დროებით ამ მასალების შესწავლა დაიბლოკოს.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ფედერალურ  სასამართლოს უკვე მიმართა. განაცხადის მიხედვით, ექსპერტიზის დანიშვნამდე, მასალების შესწავლა არ უნდა მოხდეს და ის უნდა დაიბლოკოს.

ტრამპი ასევე მოითხოვს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მას იმ  ქონების ჩამონათვალი გადასცეს, რაც ფედერალებმა მისი სახიდან ამოიღეს. ამავდროულად, მისი მოთხოვნაა,  დაუბრუნონ მას ის ნივთები, რომლებიც ჩხრეკის ორდერში არ შედის.

 

მსგავსი თემები