აგვისტოდან საქართველოში ქორწინების რიტუალის ჩატარება ძვირდება

პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება. კერძოდ,  ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას – 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი – 135 ლარი.

სერვისების სააგენტოს ფილიალის გარეთ ქორწინების რეგისტრაციის საფასური, ამ ეტაპზე 170 ლარს შეადგენს, აგვისტოდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.

მსგავსი თემები