,,პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს”- თალაკვაძე

,,პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ მომავლის გეგმა”.

„კარგად ხვდებიან, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. კარგად ხვდებიან, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ სამომავლო გეგმა და ჩართული არ არიან საპარლამენტო საქმიანობაში. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას ხმა ერთხელ უკვე მისცა და არჩევის მიუხედავად, პარლამენტში არ შემოვიდნენ, ან მაშინაც მოტყუებულ საზოგადოებას ელაპარაკებიან დღეს. 2024 წელს ჩვენს საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს და პარლამენტი დააკომპლექტოს დემოკრატიულად. ამომრჩეველს თუ სურს, ოპოზიციური პარტიები აირჩიონ, სივრცე, რომელიც ანტისაზოგადოებრივ და ანტიპოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკავა, მეტწილად თავისუფლდება და შეიძლება, ის ახალმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეავსონ. ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. ამას როგორ შეფუთავენ და ამომრჩეველს რა იმედს მისცემენ, ერთიანდებიან და ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“, – განახცადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები