2 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილიდან 800 000 ბავშვია, ბევრი საზღვარს მარტო კვეთს

საერთაშორისო ორგანიზაციამ – „Save The Children“უკრაინიდან ლტოლვილთა შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მის მიხედვით, 2 მილიონი ლტოლვილიდან 800 000 ბავშვია. მათ შორის არიან ბავშვები, რომლებიც საზღვარს უფროსის, გარეშე, დამოუკიდებლად კვეთენ და სამშვიდობოს გადადიან.

„მშობლები თავიანთი შვილების დასაცავად ყველაზე სასოწარკვეთილ, გულისმომაკვდინებელ ზომებს მიმართავენ. მათ შორის, გზავნიან თავიანთ შვილებს მეზობლებთან და მეგობრებთან, რათა მათ უსაფრთხო ადგილი ნახონ უკრაინის ფარგლებს გარეთ. თავად კი, რჩებიან შინ, ქვეყნის  სახლების დასაცავად“, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ირინა საგოიანი.

უკრაინელი ლტოლვილების მიმღებთა შორის, ყველაზე დიდი წილი პოლონეთზე მოდის, დანარჩენი კი მეზობელ ქვეყნებში.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ქვეყნას, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებს, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ.

მსგავსი თემები