ილია ჯიშკარიანის ადვოკატი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძესა და მის ადვოკატს საეთერო დებატებში იწვევს.

კუბლაშვილმა ეთერის დათმობის თხოვნით “მთავარი არხის” წამყვანსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.

“მივმართავ ბატონ ნიკა გვარამიას, გთხოვთ, დამითმეთ ეთერი და მოიწვიეთ ჩემთან დებატებში თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი. ფორმატი იყოს პირდაპირი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, მზად ვარ ღია და პირდაპირი საუბრისთვის, კითხვებზე პასუხისთვის!

მე ვირჩევ ნიკას, ვინაიდან ის არის კვალიფიციური იურისტი და შემდეგ ჟურნალისტი, ბევრად კომფორტულია ჩემთვის მის მწვავე და თუნდაც, მიკერძოებულ კითხვებზე პასუხის გაცემა, ვიდრე, ახსნა, თუ რატომ არ არის კითხვა რელევანტური. აქვე, უნდა მომეცეს საშუალება დავუსვა ამომწურავი კითხვები თამთას და არ შევიზღუდო დროში. ველოდები პასუხს, მადლობა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინეს. საკრებულოს დეპუტატს ბრალად ედება, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო თავად თამთა თოდაძე.

მსგავსი თემები