ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ტესტი 73 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 53 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე სულ “კოვიდ -19”-ის 557 შემთხვევა დაფიქსირდა. 158 გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები