,,ევროკომისია უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც ითხოვენ სააკაშვილ-გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, პრემიერმა წერილის შინაარსი გუნდთან შეათანხმა.

„ჩვენ ერთმანეთში გვქონდა შეთანხმებული წერილის შინაარსი, საქმის კურსში ჩამაყენა პრემიერმა, როდესაც ეს წერილი იგზავნებოდა და გუნდი ჩააყენა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ევროკომისია უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც სააკაშვილი-გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას ითხოვენ.

„რაც შეეხება წერილის არსს, კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად გავიმეორებ, ერთ მარტივ რამეზეა საუბარი, უნდა გაემიჯნოს ევროკომისია იმ აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დოკუმენტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ითხოვენ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებას და ივანიშვილის დასჯას; ამისგან გამიჯვნა ევროკომისიის მხრიდან იქნებოდა ძალიან პროდუქტიული პოლარიზაციის შემცირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები