„პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე“ – ირაკლი კობახიძე

მმართველმა გუნდმა პარლამენტში რეგისტრაციაზე ისევ უარი თქვა. საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრამდე  მესამედ ვერ მივიდა, რადგანაც, ქვორუმი არ შედგა. მმართველმა გუნდმა კი საკუთარი გადაწვეტილება წინა ორის მსგავსად ახსნა.

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფო სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შემთხვევაში, ამ პრინციპების დასაცავად გვიწევს მოქმედება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ეწოდებათ ოპოზიცია. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა, ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი დაცული იქნება. შესაბამისად, დღესაც ბუნებრივია, რეგისტრაციას არ გავივლით“,- ასე ახსნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის მხრიდან რეგისტრაციაზე უარი.

მსგავსი თემები