ავტომობილში მოწყობილი სამალავით,  საქართველოს საზღვრიდან 2 ადამიანის გადაყვანას ცდილობდნენ

დაკავებულია სამი ადამიანი, რომლებსაც საქართველოს საზღვრიდან თურქეთის მიმართულებით, ავტომანქანაში ჩამონტაჟებული სამალავით 2 ადამიანი გადაჰყავდათ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე – 1977 წელს დაბადებული ი.ფ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის – სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები