„რუსეთს ყველამ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშის“ შეწყვეტა“ – დმიტრო კულება

პუტინის გადაწყვეტილება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შიმშილის ზღვარზე აყენებს. აღნიშნულს უკრაინული მხარეც ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა, ჯერი მსოფლიო ლიდერებზეა.

ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაა.

„ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან, შეწყვიტოს შიმშილის თამაში და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, – აცხადებს კულება.

„რატომ უნდა გადაწყვიტოს კრემლის ხროვამ, ექნება თუ არა ხალხს საკვები?!“ – ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლაზე

მსგავსი თემები