„ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები“ – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი აცხადებს, რომ მის სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები.

„როდესაც ამერიკაზე ვსაუბრობთ, ნუ გვავიწყდება, რომ 2008 წელს სწორედ ამერიკამ შეაჩერა ომი და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. რომ არა მე-6 ფლოტი და ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, დღეს საქართველო აღარ იარსებებდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენის ინიციატივით, მაშინ გამოიყო 1 მლრდ დოლარი, რითაც გადარჩა ქართული ეკონომიკა”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე.

მისივე თქმით,მსოფლიო გაიგებს რეალურ ფაქტებს.

„მივესალმები, რომ ჩემს სასამართლო საქმეში ჩაერთნენ ძალიან ავტორიტეტული ამერიკელი სასამართლო და სამედიცინო ექსპერტები. რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მსოფლიო საბოლოოდ გაიგებს რეალურ ფაქტებს და სიტუაციას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები