პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონური ვაქცინაცია 1 ოქტომბრიდან დაიწყება.
აცრა წარმოებს ინფლუვაკით, ეს არის სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ადამიანს 2 A და 1 B ვირუსისგან იცავს. ვაქცინაციის ფასი 35 ლარია.
ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები, რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება.