საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 894-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსის 1 374 შემთხვევა გამოვლინდა, 422 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 აპრილს „კოვიდ-19“ 359 ადამიანს დაუდასტურდა, 526 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ექვსი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები