შეტევა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე – 2 მძღოლი დაშავდა

ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთმა ღამით ისევ შეუტია ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას.

შეტევის შედეგად დაიწვა 6 სატვირთო მანქანა და დაშავდა 2 მძღოლი.

თავდასხმა მოხდა იზმაილის რაიონში. დაშავებულთაგან ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

 

მსგავსი თემები