,,ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ”- კახა კალაძე

,,ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ. სავარაუდოდ, მათ მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ,”- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის „ქართული ოცნების“ ვერსიაზე ოპოზიციის კრიტიკას.

თბილისის მერის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი შესაძლოა, პირდაპირ აისახოს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ დამფინანსებლებზე.

,,ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ და სავარაუდოდ, მათ მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გავაგრძელოთ რეფორმების ის ხაზი, რაც დაწყებული გვაქვს და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რაც შეეხება კანონს, ცხადია, ეს შეიძლება პირდაპირ აისახოს მათ წარმომადგენლებსა და დამფინანსებლებზე. ძალიან კარგად ესმით ეს და დარწმუნებული ვარ, ამიტომ აქვთ აგრესია და აჟიოტაჟი ამ კანონპროექტზე. საქართველოს ხელისუფლება, პარლამენტი ყველაფერი გააკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. ყველა სირთულეს და გამოწვევას გადავლახავთ, რათა ჩვენი ქვეყანა ღირსეული წევრი გახდეს“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები