,,მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები”- ალექსეი დანილოვი

,,უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას უჭერს მხარს,”-  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე.

„ჩვენ ვემხრობით ამ ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივი, მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას. მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე. ამას გარდა, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა დანილოვმა.

ამასთან, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია დამნაშავე მომხდარში.

 

მსგავსი თემები