მოსახლეობის წერილები პრეზიდენტს – სააკაშვილის გადასარჩენად მედიკოსებმა კამპანია დაიწყეს

მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ახალი კამპანია დაიწყო. ექიმები და სამოქალაქო საზოგადოება კარდაკარ ივლიან და მოსახლეობას სალომე ზურაბიშვილისთვის დაწერილ წერილებს გამოართმევენ. პირველი გაჩერება მცხეთაა.

მოძრაობის წევრები თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ერთადერთი გზა მოქმედებაა. მათი თქმით, უნდა დაარწმუნონ პრეზიდენტი, რა მნიშვნელობა ენიჭება მის ერთ ხელმოწერას და მესამე პრეზიდენტი შეწყალებას.

„ეს არის კამპანია, რომელიც თავიდან ბოლომდე ეძღვნება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას. ჩენ, სამუშაო ჯგუფი, გავიფანტეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ნაწილი თბილისშ დარჩა, ნაწილი რეგიონებში, ყველა დავდივართ და ვაგროვებთ წერილებს, რათა მთელი საქართველოდან ხმა მივაწვდინოთ პრეზიდენტს, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, ახალი წელი დავიწყოთ ახალი ფურცლით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხმა მივაწვდინოთ, ძალიან ბევრმა ადმაიანმა გამოტქვა სურვილი, სინი სწერენ წერილს სალომე ზურაბიშვილს. კიდევ უფრო გავიზრდებით, კიდევ უფრო დიდ მასშტაბურობას შევიძენთ და მთელი საქართველოდან გავაგონებთ მას ხმას,  – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი თემები