სომხეთის უსაფრთხოებისთვის რუსეთს ვეღარ დავეყრდნობით – ფაშინიანი

,,რუსეთის მიერ უკრაინაში კატასტროფული შეჭრა ნიშნავს, რომ სომხეთი რუსეთს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, ვეღარ დაეყრდნობა”, –  ამის შესახებ სომხეთის პრემიერ0-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა POLITICO-სთანინტერვიუში, სადაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

,,უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეიცვალა რუსეთის შესაძლებლობები, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვსურს გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ თავი უნდა ავარიდოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეტაკებების ცენტრში ყოფნას” – აცხადებს ფაშინიანი.

მსგავსი თემები