“მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო” – ნოდარ ხადურის ქალიშვილის ემოციური პოსტი

ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ნო­დარ ხა­დუ­რის ქალიშვილი სოციალურ ქსელში მამის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მარიამ ხადური საზოგადოებას მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის.

“მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო – “ყველაფერი წინ არის!”. ალბათ, იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა. ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა, რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა – უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა.

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთისა და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი.

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობისა და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი” – წერს მარიამ ხადური.

ფინანსთა ყო­ფი­ლი მინისტრი ნოდარ ხადური 10 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მსგავსი თემები