ამერიკა უკრაინას „ჭკვიან ბომბებით“ მოამარაგებს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გუშინ, თეთრ სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს ეხებოდა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკა დაეხმარება უკრაინას, დაიცვას საკუთარი ცა.

ერთ-ერთი მიმართულება, რითაც აშშ უკრაინას დაეხმარება, საბრძოლო იარაღების მიწოდებაა, მათ შორის – Switchblade ტიპის 100 დრონი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის,  მაიკლ მაკკოლის განცხადებით, “კამიკაძე დრონები” უკრაინას დახმარების ახალი, 800 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში გადაეცემა.

ეს არის ე.წ. ჭკვიანი ბომბები, რომლებიც აღჭურვილია კამერებით, სამიზნე სისტემებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. მათ ისე აპროგრამებენ, რომ შეუძლია, ათობით მილის დაშორებით მდებარე სამიზნეები ავტომატურად გაანადგუროს.

„დავეხმარებით უკრაინას, რომ მისი საჰაერო სივრცე დაცული იყოს“ – ჯო ბაიდენი

მსგავსი თემები