„ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა, მეუღლესთან ერთად საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, წარსულში დაბრუნება არ იქნება.  

„წინასაარჩევნო გარემო და კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი,  ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ  და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე არის დღესა.  რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა.“, – აღნიშნა გიორგი გახარია.

მსგავსი თემები