ერთი გარდაიცვალა, ოთხის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელოში, სოფელ ხეთაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა, ოთხი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

აფეთქება წუხელ მოხდა. სულ 7 ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვთ მიღებული, ასევე აღენიშნებათ სასუნთქი გზების დაზიანება და თერმული შოკი.

აფეთქების შედეგად დაშავებული შვიდი ადამიანიდან ხუთი თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინვე გადმოიყვანეს. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად ცეცხლის ანთებისას შეცდომით, დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოიყენება სახელდება.  დამწვარია 150 კვ.მ. ფართობი.

 

მსგავსი თემები