რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი გააშავა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი რუსეთის „შავ სიაში“ ირიცხება. რუსეთი  ევროკავშირს ქვეყნის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ისევ აგრძელებს უკანონო შემზღუდველი ზომების გატარებას რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში.

„მათი მიზანია ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერება და ამას ნებისმიერ ფასად აკეთებენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდება ამერიკის შეერთებული შტატების წახალისებით“- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ამ დროის მონაცემებით, რუსეთს, ევროკავშირის პრეზიდენტის გარდა, „შავ სიაში“ შეყვანილი ჰყავს ევროკავშირის ქვეყნების 8 მოქალაქე.

მსგავსი თემები