“დელტა” შტამის გამო ქვეყნები რეგულაციებს ისევ ამკაცრებენ

მსოფლიოს მთავარ გამოწვევად კვლავ “დელტა” შტამი რჩება.

ვირუსის შეკავებას მკაცრი რეგულაციებით ცდილობს შეერთებულ შტატები, სადაც ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო რიცხვი წინა კვირებთან შედარებით 23%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ფლორიდის, მისისიპის, ლუიზიანას, ტექსასისა და სამხრეთის სხვა შტატებში. ნიუ-იორკის ახალი გუბერნატორის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო გახდება ნებისმიერი პირისთვის ვისაც, სკოლებში შესვლა მოუწევს.

მომდევნო თვიდან საბერძნეთში კაფე-ბარებში შესვლას ვეღარ შეძლებენ არავაქცინირებული პირები, გარდა ამისა, მათთვის 13 სექტემბრიდან უფასო აღარ იქნება კოვიდტესტის ჩატარება.

მას შემდეგ კი, რაც ზოგიერთმა სახელმწიფომ მოსახლეობის “ბუსტერ” დოზით აცრაზე დაიწყო მსჯელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, უარი თქვან მესამე დოზის გამოყენებაზე.

“ბუსტერ” დოზა რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც ორი დოზით აცრილი 60 წელს ზემოთ ასაკის პირია.

“ბუსტერ” დოზა ნიშნავს, რომ დამატებით სამაშველო ჟილეტებს ვაძლევთ მათ, ვისაც ისინი უკვე აქვთ, სხვა ადამიანებს კი ამ ჟილეტის გარეშე დასახრჩობად ვტოვებთ,” – აცხადებენ ჯანმოში. 

მსგავსი თემები