თეატრის სცენაზე სიგარეტის მოწევა მხოლოდ რეჟისორის იდეისთვის დაიშვება 

​საქართველოს პროფესიულ თეატრებში სპექტაკლის მიმდინარეობისას სცენაზე თამბაქოს მოწევა, მხოლოდ რეჟისორის ჩანაფიქრის მიხედვით, როლის შესრულებისას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კი, მაყურებელს შესაბამისი გამაფრთხილებელი ინფორმაცია წინასწარ უნდა მიეწოდოს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვა მოიხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. თუმცა ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები, კერძოდ, ამ დაწესებულების ტერიტორიაზე თამბაქოს მოსაწევ ადგილს დაწესებულების ხელმძღვანელი თავად განსაზღვრავს.

კანონპროექტი კოლეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ წარუდგინა.

მისი თქმით, ცვლილებების პაკეტის მომზადება საჭირო გახდა იმ ხარვეზები გამო, რომლებიც გამოჩნდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ. კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზეც უნდა განთავსდეს. აზრთა სხვადასხვაობა და კამათი მოჰყვა სიგარეტის სლოტ კლუბებში მოწევის დაშვებამ.
კომიტეტმა დოკუმენტს მხარი დაუჭირა, თუმცა დეპუტატები დამატებით კონსულტაციებზე შეთანხმდნენ.

მსგავსი თემები