,,ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს – ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი”- იაგო ხვიჩია

„ზოგადად, ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი.

„ზოგადად, ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება, რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს თავის კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, არანაირი კონტექსტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების,  იყო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობაა. ერთპიროვნულ მმართველად გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, მანამდე შევარდნაძე და ა.შ არც ერთი არ იყო მილიონერი, მილიარდერი და ოლიგარქი, მაგრამ ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა მაშინაც გაგვაჩნდა და დღესაც გვაქვს. ამიტომ, არასწორი სახელის – ოლიგარქის შერქმევა არასწორია. ჩვენ გვაქვს ერთპიროვნული მმართველობის სისტემური პრობლემა და ეს პრობლემა ყველას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მოსაგვარებელიც არის, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაგვარებელი იყო, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები