მთავრობის რეორგანიზაციის შედეგად უმუშევართა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება – მანანა ნაჭყებია

პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაწყებული მთავრობის სტრუქტურული რეფორმების შედეგად გაიზრდება უმუშევართა რიცხვი, რადგან საჯარო სექტორში დღეს უამრავი ადამიანია დასაქმებული.

როგორც მედიაცდენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მანანა ნაჭყებიამ დღეს განაცხადა, მისთვის გაუგებარია როგორ აპირებს ახალი პრემიერი საბიუჯეტო თანხების გამოთავისუფლებას, მაშინ, როდესაც არ ამბობს, იგეგმება თუ არა აიპ-ებისა და სიპ-ების შემცირება, რომლებიც იგივე საჯარო სექტორია და ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

“ე.წ. მცირე მთავრობა არ ნიშნავს სამინისტროების მცირე რაოდენობას. ​მინიმუმ მინისტრის მოადგილეებს მაინც მოუწევთ თანამდებობების დატოვება. ​როდესაც რეორგანიზაცია ხდება, არ არის საჭირო მორცხვობა და ისეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, – თითქოს არავის შეამცირებენ. თუ ვაკეთებთ რეორგანიზაციას, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი სახლში უნდა წავიდნენ. არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას სახელი ისე შერცხვენილი, დასაქმების პრობლემა არ უნდა იდგეს ქვეყანაში ისე მწვავედ, რომ ერიდებოდეს იმის თქმა, რომ უმუშევართა დიდ არმიას კიდევ ვიღაც შეუერთდება. ​ძალიან კარგად იციან, რომ მოუწევთ ადამიანების სახლში გაშვება და გაიზრდება უმუშევართა რიგები საქართველოში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება შეიქმნას”, – აცხადებს მანანა ნაჭყებია.

​მისივე თქმით, შემცირებული სამინისტროებიდან თანამშრომლების დათხოვნა გარდაუვალია, მთავრობის რეორგანიზაციის შედეგად კი უმუშევართა რიგები კიდევ უფრო გაიზრდება.

მსგავსი თემები