კასპში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა  საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. დაპირისპირება კი ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა. ერთ დაჭრილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ბარძაყის და გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, ხოლო მეორეს ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

მსგავსი თემები