შსს-ს ინფორმაციით, გუმათში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას 8 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირების დროს 8 პირი დააკავეს.

როგორც „”მედიაცენტრ მთავარს“ უწყებაში განუცხადეს, აქციის მონაწილეთა დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.

შეგახსენებთ, სოფელ გუმათში, სადაც ბარიკადებია აღმართული, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

მსგავსი თემები