პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტის სანახავად მეუფე მივიდა

მიხეილ სააკაშვილის სანახავად, რუსთავის მე-12 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მივიდა. მეუფემ, საპატიმრო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

მეუფე გრიგოლი მიხეილ  სააკაშვილს პატრიარქის გაგზავნილ სახარებას გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქისგან გაგზავნილი სახარება ციხის ადმინისტრაციამ ერთხელ უკან დააბრუნა, რადგანაც მას მეტალის გარეკანი ჰქონდა.

მსგავსი თემები