“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ, არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა” – ეკატერინე ტიკარაძე

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პაციენტების მართვის კომპონენტში ოჯახის ექიმების ჩართულობა გაიზარდა.

„ჩვენ ვმუშაობთ და ვმსჯელობთ პროტოკოლებზე, რაშიც ვგულისხმობთ როგორც სტაციონალიზაციის პროტოკოლს, ასევე გაწერის პროტოკოლს, რათა ნაკადების მართვა საავადმყოფოფების და კოვიდსასტუმროების დონეზე იყოს მეტად უფრო აქტიური და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არა ერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის და ბოლო დღეებში ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში და ჩვენ კიდევ ვდგამთ დამატებით ნაბიჯებს, რომ თითოეული მოქალაქე იყოს მისი პერსონალური ოჯახის ექიმის მხრიდან მართული და ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოქნილი პროტოკოლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები