თალაკვაძემ კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიანიჭა და ფულადი ჯილდო გამოუყო

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით,  უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს ბიუროს სხდომაზე განუცხადა.

„ირაკლი კობახიძემ განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში. როგორც პარლამენტის წინა თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმას ხელმძღვანელობდა. ეს არის რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ სცადა. სამწუხაროდ, წინა შემთხვევებში, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ირაკლი კობახიძემ მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა მხარდაჭერით რეფორმის წარმატებით დასრულება შეძლო. ჩვენთვისაც საამაყოა, რომ არაერთი ჩვენგანი ამ პროცესში ჩართული იყო და გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვება არის სიმბოლური და მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილისთვის, რაც მან კონსტიტუციის შესაბამისად დემოკრატიის და სახელწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში შეიტანა.

რაც შეეხება ორდენისთვის გამოყოფილ ფულად ჯილდოს, როგორც თალაკვაძემ განმარტა, კობახიძე ფულად თანხას არ აიღებს და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის გადაირიცხება.

მსგავსი თემები