ევროპარლამენტი მოუწოდებს ნატოს, მიიწვიოს უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად

  ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც ნატო-ს წევრებს მოუწოდებენ, დაიწყონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესი ომის დასრულების შემდეგ. რეზოლუციას 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 42-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა, ნატოს მოკავშირეებთან და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების დროებითი ჩარჩოს შემუშავების მიზნით, რომლებიც უნდა განხორციელდეს ომის შემდეგ. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში გააძლიერებს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას და გააძლიერებს კავშირებს უკრაინასა და ევროატლანტიკურ საზოგადოებას შორის. ამასთან, ევროპარლამენტის წევრებმა მავე რეზოლუციით დაგმეს რუსეთის მიერ … ვრცლად ევროპარლამენტი მოუწოდებს ნატოს, მიიწვიოს უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად