ესპანეთში 7 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს

სამხრეთ ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროებთან 7 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია.

არსებული ინფორმაციით, მიგრანტების ნავი ჩაიძირა.

ამასთან, ერთ-ერთი მიგრანტი ალიკანტეს სანაპიროსთან სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. როგორც მიგრანტი აცხადებს, ის 15-კაციან ჯგუფთან ერთად მგზავრობდა, რომელიც ალჟირიდან ევროპაში ჩასვლას ცდილობდა.

მსგავსი თემები